Wednesday, October 24, 2012

ბავშვთა უფლებები და მოვალეობები

  1. პროექტის სახელწოდება: "ბავშვთა უფლებები და მოვალეობები." 
  2. პროექტის მთავარი იდეა:(თემა)მოსწავლეები გაეცნობიან ბავშვთა უფლებებს და მოვალეობებს. 
  3. პროექტის აქტუალობა:ძალძედ მნიშვნელოვანია ყოველმა მოქალაქემ იცოდეს,რომ თავისი თავისუფლებით არ უნდა შელახოს სხვისი უფლებები.რადგანაც მოსწავლეები მომავალი მოქალაქეები არიან,სასურველია ადრეულ ასაკში ისწავლონ "უფლებები და მოვალეობები". სამწუხაროდ ხშირია შემთხვევა როცა მოსწავლეები ცალსახად საუბრობენ უფლებათა დაცვაზე და არ იციან რა მოვალეობები აკისრიათ.
  4.  პროექტის მიზნები:მოსწავლეები დამეგობრდებიან, ისწავლიან დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას.გაეცნობიან დეკლარაციას,თავად გააკეთებენ დასკვნას რა უფლებები აქვთ და რა მოვალეობები.მომავალში დაიცვან თავისი და არ შელახონ სხვისი უფლებები.
  5.  მონაწილეთა ასაკი:12–13 წელი.
  6.  ვადები ხანგრძლივობა:2თვე
  7.  მოსალოდნელი შედეგები:საინფორმაციო ბუკლეტი "ჩვენი უფლებები" 
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:მოსწავლეები,სოფლის უხუცესი ადამიანები(რამდენიმე) "ბავშვთა უფლებების დეკლარაცია",კომპიუტერი,პრინტერი.
  9. . პროექტის მსვლელობა:თავდაპირველად სამიზნე ჯგუფი გაინაწილებს ფუნქციებს,დაგეგმავენ ჩასატარებელ ღონისძიებებს.დისპუტებს,უხუცესებთან შეხვედრას. იმუშავებენ საინფორმაციო ბუკლეტზე.
  10.  საგნებთან საგნობრივ ჯგუფთან კავშირი:სამოქალაქო განათლება,ისტორია.
  11.  პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ეკა ჭიკაძე–ვეშაპიძე
  12.  ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:ekaChikadze@gmail.
  13.  პროექტის ვებ–გვერდი ბლოგი:

No comments:

Post a Comment